25 სექტემბერს მედიის მიმართულების სტუდენტებისთვის ღია ლექცია გაიმართა თემაზე: „ეთნიკური კონფლიქტები და საერთაშორისო ნორმები".
ლექციას CIU-ს ჟურნალისტიკის მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი და „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ნინო დალაქიშვილი უძღვებოდნენ.
ლექციის ფარგლებში პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილი ძირითადი აქცენტი თეორიულ საკითხზე გააკეთა და მიმოიხილა ის ძირითადი ტენდენციები, რაც შეინიშნება თანამედროვე ეთნიკური კონფლიქტების განვითარებაში. ასევე, ისაუბრა საერთაშორისო თანამეგობრობისა და საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობაზე. ამავე დროს, აღინიშნა, რომ საერთაშორისო სამართალი კონფლიქტების რეგულირებას მნიშვნელოვნად ვერ უწყობს ხელს.
ჟურნალისტმა ნინო დალაქიშვილმა კი სტუდენტებს საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება გააცნო. ისაუბრა კონფლიქტების გაშუქებაზე, განსაკუთრებით, კონფლიქტური ზონიდან. ასევე, გააცნო ინფორმაციის მომზადების პირადი ტექნოლოგია და „ამერიკის ხმის“ პოლიტიკის მთავარი საკითხები.
შეხვედრა ინტერაქციული ფორმატით წარიმართა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები.
საჯარო ლექციას, სტუდენტებთან ერთად, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ნანა ამირანაშვილი და ფაკულტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება