6 მარტს მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის კვირეული დაიწყო.
პროექტი გაიხსნა CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ტურით, რომელსაც ფაკულტეტის კოორდინატორი, მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ გენერალური მენეჯერი ლაშა ბოდაველი უძღვებოდა.
კვირეულის პირველი ლექცია ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორ ოლანი გოცირიძეს დაეთმო თემაზე: „მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიული რაკურსი“.
პროექტში, რომელიც 6-დან 10 მარტის ჩათვლით გრძელდება, მსმენელები გაეცნობიან მევენახეობა-მეღვინეობისა და დეგუსტაციის ძირითად ასპექტებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება