7 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „მდგრადი განვითარება და ნარჩენების მართვა".
შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ტაბატაძე უძღვებოდა.
ლექსიის ფარგლებში განიხილეს შემდეგი საკითხები: მდგრადი განვითარების კონცეფცია; ბიომრავალფეროვნების საფრთხეები; რესურსების მდგრადი მოხმარება და წარმოება; ნარჩენების მართვის გამოწვევები და პერსპერქტივები; რესურსების დაზოგვა.
ლექციამ ინტერაქციულ ფორმატში ჩაიარა, სადაც შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხებზე მიეღოთ პასუხები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება