25 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს, მარიამ ხურციძეს და ანა მარია კვაბზირიძეს, საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სტიპენდია გადაეცათ. ასევე, როინ მიგრიაულის გადაწყვეტილებით, დამატებით გამოვლინდა კიდევ ერთი სტიპენდიანტი - ნათია ბასარია.
შეხვედრას ესწრებოდნენ: CIU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ხატიძე, სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე თამთა წირქვაძე, ასოცირებული პროფესორი, საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ ხელმძღვანელი, ადვოკატი როინ მიგრიაული და უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსი მარიამ ჯაჭვაძე.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საადვოკატო ბიუროს - „მიგრიაული და პარტნიორები“ - ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში და უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 2024 წლის გაზაფხულის სემესტრში გამოცხადებული იყო რიონ მიგრიაულის სახელობითი სტიპენდია.
საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობით სტიპენდიაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა შერჩევა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით განხორციელდა: კანდიდატთა აკადემიური მოსწრება; კანდიდატის სამოტივაციო წერილი; კანდიდატის სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა სამართლის მიმართულებით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება