4 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მაია ურუშაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა თემაზე: „გლობალური აქტორების პროპაგანდის გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე ახალი დემოკრატიის ქვეყნებში“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე, ოფიციალური რეცენზენტები კი საერთაშორისო ურთიერთობისა და ევროპათმცოდნეობის დოქტორი, CIU - ს ასოცირებული პროფესორი დავით ტაბატაძე და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ხათუნა ჩარკვიანი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაია ურუშაძეს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება