23 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მაია ბრეგაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „საქართველოს პირველი რესპუბლიკის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების რეპრეზენტაცია 1918-1921 წლების პრესაში“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია - ფილოლოგიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნანა ამირანაშვილი, ოფიციალური რეცენზენტები კი - ჟურნალისტიკის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მანანა შამილიშვილი და ფილოლოგიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო მინდიაშვილი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაია ბრეგაძეს მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება