კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და მისი თითოეული სტუდენტის შეუქცევადი განვითარებისთვის, უნივერსიტეტის პოლიტიკაში, მჭიდრო საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
დღევანდელ გლობალურ სამყაროში, სადაც ინოვაციები და თანამედროვე ტექნოლოგიები გადამწყვეტ როლს ასრულებენ, აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო ფასეული ხდება.
კანადის ნიაგარას კოლეჯი ამ მიმართულებით ჩვენთვის გამორჩეული პარტნიორია მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით. მიმდინარე თვეში, სწორედ აღნიშნული სასწავლებლის დელეგაციას უმასპინძლა უნივერსიტეტმა, სადაც სტუმრები ეზიარნენ უძველესი ისტორიის მქონე მეღვინეობის ქვეყნის ტრადიციებს.
მოინახულეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, მევენახეობა-მეღვინეობის თანამედროვე ლაბორატორიები და CIU-ს ბაზაზე დაფუძნებული კომპანია „ეთნო-ოკამის“ ღვინის წარმოების პროცესი.
ქართული სტუმარ-მასპინძლობით მოხიბლულმა კანადელებმა ვიზიტის შთაბეჭდილებები და ემოციები სამადლობელ წერილში ასახეს, რომელსაც ნიაგარას კოლეჯის პრეზიდენტი, შონ კენედი და კოლეჯის საერთაშორისო დირექტორი, გარი ტორავილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერს, ვახტანგ წივწივაძეს უგზავნიან.
„საქართველოს კულტურაში ჩაძირვის, ქვევრისა და ქართული მეღვიენეობის უძველეს ტრადიციების გაცნობისა და ამ ყველაფრის უშუალო გამოცდილების შესაძლებლობამ დიდი გავლენა მოახდინა ჩვენზე. მოუთმენლად ველით ჩვენს პარტნიორობასა და მეგობრობას მომავალ წლებში, ხოლო ჩვენს სტუდენტებს ვაძლევთ შესაძლებლობას მოინახულონ მეღვინეობის უძველესი ქვეყანა მსოფლიოში“ - აღნიშნულია სამადლობელ წერილში, რომლის სრული ვარიანტიც შეგიძლიათ იხილოთ ინგლისურ ენაზე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება