9-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, აღინიშნება ახალი, ყოველწლიური ფესტივალი - „ღვინის დღეები საქართველოში“.
12 ოქტომბერს ღონისძიებას ჯიღაურას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა უმასპინძლა.
გაიმართა CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ დავით მაღრაძისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის ერთობლივი ღია ლექცია თემაზე: „საქართველო ღვინის სამშობლო“.
სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, CIU-ს პროფესორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.
ფესტივალის ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეჭაშნიკებინათ ღვინოები და დაეთვალიერებინათ სხვადასხვა საგამოფენო სივრცე.
ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი, ოლანი გოცირიძე, ფაკულტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება