28 ივნისს, ლია კალინნიკოვა მაგნუსონს (შვედეთი), ინკლუზიური განათლების სფეროში განათლების მეცნიერების განვითარების საქმეში სამეცნიერო და პრაქტიკული წვლილისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა.
შესაბამისი ჯილდო მას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ გადასცა, ღონისძიებას კი მოდერაცია CIU-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სესილი გოგიბერიძემ გაუწია.
ლია კალინნიკოვა მაგნუსი გახლავთ სპეციალური განათლების დოქტორი, „ევლეს უნივერსიტეტის“ (შვედეთი) განათლებისა და ბიზნესის კვლევების ფაკულტეტის განათლების დეპარტამენტის წარმომადგენელი. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ტექსტი (მათ შორის „სკოპუსის“ ბაზაში) ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით.
დღის ფარგლებში პროფესორმა წაიკითხა ლექცია თემაზე: „მდგრადი განვითარება უმაღლეს განათლებაში: პასუხი დემოკრატიასა და საზოგადოების სოციალურ საჭიროებებზე (შვედეთის კონტექსტი)“.
ღონისძიებას ლია კალინნიკოვა მაგნუსის მეუღლე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება