CIU-ის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ლალი მიქელაძე დარგის ექსპერტთა სესიაზე საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის( IFEP ) ფარგლებში მიწვევით იმყოფებოდა ჩანდიგარის უნივერსიტეტში (ინდოეთი, Chandigarh University).
ჩანდიგარის უნივერსიტეტი არის წამყვანი ინდური უმაღლესი განათლების დაწესებულება, რომელიც სთავაზობს თავის სტუდენტებს პროფესიული და აკადემიური ცოდნის მიღების უნიკალურ შესაძლებლობას. უნივერსიტეტი აკრედიტებულია პრესტიჟული A+ კლასით ,ეროვნული შეფასებისა და აკრედიტაციის საბჭოს (NAAC) მიერ. QS World University Rankings 2023-ის უახლესი გამოცემის მიხედვით, ჩანდიგარის უნივერსიტეტი დასახელდა ინდოეთის ტოპ 3 კერძო უნივერსიტეტებს შორის.
უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის მენეჯმენტის ინსტიტუტი (UITHM) , რომელშიც გაერთიანებულია სასტუმროსა და მასპინძლობის, ტურიზმისა და ავიახაზების დეპარტამენტები, სადაც ხორციელდება შემდეგი პროგრამები: მოგზაურობისა და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა; სასტუმროსა და მასპინძლობის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა; ავიახაზებისა და აეროპოტის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა; კულინარიის საბაკალავრო პროგრამა.
ვიზიტის ფარგლებში, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის გაიმართა ლალი მიქელაძის ლექციები ისეთ თემებზე, როგორებიცაა: „ ტურიზმის პოლიტიკა, ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიზნები, მისიები და ფუნქციები; „ტურისტული მარშრუტების დაგეგმვა - ტურისტული პროდუქტების ფორმირება“ ; სემინარი ტურიზმის მიმართულების პროფესორებისა და სტუდენტებისთვის - „მდგრადი განვითარების მიზნები და როლი ტურიზმის ინდუსტრიაში - მისია 2030“.
პროგრამის განვითარების გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ, შეხვედრა გაიმართა ტურიზმის დეპარტამენტის დეკანსა და პროგრამის ხელმძღვანელებთან.
CIU-სა და ჩანდიგარის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მომავალში, ინტერნაციონალიზაციისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ ჩანდიგარის უნივერსიტეტის ვიცეკანცლერმა, პროფესორმა რ.ს. ბავამ, ლალი მიქელაძეს, საინტერესო თანამშრომობისთვის, მადლობის ნიშნად, სერტიფიკატი გადასცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება