22 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში (ქ. თბილისი), გაიმართა საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული შეხვედრა ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, არად ბენკოსთან, სადაც სტუმარმა ავსტრიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებზე და საქართველო-ავსტრიის ურთიერთობებზე ისაუბრა. შეხვედრას კსუ-ს მხრიდან საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი ალიკა გუჩუა, მაგისტრანტები - ირაკლი გაბელია, ეთერ ხანჯალიაშვილი, ბაკურ ხუბულავა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი - აიშა თანირგულიევა ესწრებოდნენ.
სხდომა, მშვიდობის დარგში პირველი ქალი ნობელიანტის, ბერტა ფონ ზუტნერისადმი მიძღვნილი გამოფენით გაიხსნა, დასკვნითი ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება