კსუ აცხადებს ვაკანსიას სტომატოლოგიის პროგრამის კოორდინატორის თანამდებობაზე.
კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტი აცხადებს ვაკანსიას სტომატოლოგიის პროგრამის კოორდინატორის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
· საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ ან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
· უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურის, კურიკულუმის, სილაბუსისა და პროგრამასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების ცოდნა;
· საოფისე პროგრამების ცოდნა;
· უცხო ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);
დამატებითი მოთხოვნები:
· ორგანიზაციული მართვის უნარი;
· სტუდენტებთან და პერსონალთან საქმიანი და კორექტული ურთიერთობის უნარი;
· გუნდური მუშაობის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- დეკანისა და პროგრამის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება პროგრამის ფარგლებში სასწავლო და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით;
- პროგრამის ხელმძღვანელის ასისტირება შიდა და გარე მობილობის პროცესში;
- პროცესის მართვა, სტუდენტებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და გადაცემა;
- სისტემა „გონში“ სილაბუსების ატვირთვის კონტროლი და საჭიროებისას დახმარების გაწევა ლექტორებისა და პროგრამის ხელმძღვანელისადმი;
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა სასწავლო ბარათების მომზადება/მოწესრიგება;
- სტუდენტისთვის დახმარების გაწევა საგნების ადექვატურად არჩევაში;
- სტუდენტებისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის, რუკების შედგენაში პროგრამის ხელმძღვანელის ასისტირება;
- კომპეტენციის ფარგლებში, ფაკულტეტის სახელით მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული პირებისათვის;
- სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებში დახმარების გაწევა (საგნების არჩევა, გადარჩევა, სასწავლო პროგრამაში ნავიგაცია);
- ლექტორების ასისტირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- კონსულტაციის გაწევა სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში „გონი“ ნავიგაციასა და უწყისების ფორმირებასთან დაკავშირებით;
- საქმისწარმოება;
- უნივერსიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულების დავალებების შესრულება;
- დაინტერესებული პირებისთვის ფაკულტეტის პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- კურიკულუმის სამუშაო ჯგუფის სხდომების ორგანიზებასა და მიმდინარეობაში მონაწილეობა, სხდომის ოქმების შედგენა;
- სტუდენტებთან ფოკუს შეხვედრებში მონაწილეობა, შეხვედრის შედეგების ანალიზში მონაწილეობა.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: სრული;
სამუშაო საათების რაოდენობა: 40 საათი კვირაში;
გამოსაცდელი ვადა: სამი თვე (ანაზღაურებადი).
კონკურსის პირობები:
საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
გასაუბრება.
საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2020 წლის 19 დან 26 თებერვლის ჩათვლით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე : hr@ciu.edu.ge