14 მარტს, პროექტის - „ნაბიჯი წარმატებული კარიერისკენ“ ფარგლებში, მასტერკლასი თემაზე: „ეფექტური CV-ის შედგენა და წარმატებული გასაუბრება“ გაიმართა, რომელსაც „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ პერსონალის შერჩევის მენეჯერი მარიამ ლოცულაშვილი და პერსონალის განვითარების მენეჯერი ნინო მარეხაშვილი უძღვებოდნენ.
მომხსენებლებმა მასტერკლასზე ყურადღება გაამახვილეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ზოგადი საქმიანი უნარები; საკუთარი შესაძლებლობების შეფასება; სააპლიკაციო დოკუმენტების მომზადება; საბუთების მომზადება კონკრეტული ვაკანსიებისათვის; უნარები, რომელსაც პოტენციური დამქირავებელი ეძებს; CV-სა და რეზიუმეს საჭიროება და შედგენის თავისებურებები; CV, როგორც თვითპრეზენტირების საშუალება; CV-ს მთავარი კომპონენტები და სტრუქტურა; როგორ მოვემზადოთ სამსახურეობრივი გასაუბრებისთვის; სოციალური მედიის როლი დასაქმების პროცესში და სხვ.
ღონისძიების დასასრულს, მომხსენებლებმა სტუდენტებს პრაქტიკული რჩევები გაუზიარეს და ჰოლდინგის მიმდინარე ვაკანსიები გააცნეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი „ნაბიჯი წარმატებული კარიერისკენ“, კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება, უახლოეს პერიოდში კი პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა იგეგმება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება