17-18 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს სასწავლო ვიზიტით და სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში ესტუმრნენ იაგელონიის უნივერსიტეტის (კრაკოვი, პოლონეთი) სტუდენტები.
სტუმრებს მიესალმა და უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია გააცნო სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ჭალაგანიძემ, ასევე სტუდენტებს მიესალმა და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გააცნო საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ალიკა გუჩუამ.
17 აპრილს პირველი ლექცია გაიმართა ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის / მედიის კვლევების და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელთან, პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილთან თემაზე: „საინფორმაციო ომი და გამოწვევები საქართველოსთვის“. დღის მეორე ნაწილი დაეთმო ასოცირებულ პროფესორ ეკა ბერაის ლექციას თემაზე: „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ანალიზი“, აღნიშნულ შეხვედრას კი CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებიც ესწრებოდნენ.
18 აპრილს შეხვედრა გაიმართა ასოცირებულ პროფესორ დავით ტაბატაძესთან თემაზე: „საქართველოს პოლიტიკური კონფლიქტები 1990-იან და 2008 წლებში - შედარებითი ანალიზი“, ხოლო დასკვნითი ლექცია დაეთმო სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორ გურამ ღვინჯილიას თემაზე: „კობეროპერაციები - სიახლეები და გამოწვევები“.
თითოეული შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება