11 თებერვალს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად კონფერენცია, სახელწოდებით - „ჩემი მთავარი მიღწევა“ გაიმართა.
კონფერენცია საქართველოში მეცნიერების განვითარებასა და ახალგაზრდა ქალ მეცნიერთა როლის მნიშვნელობის წამოწევას ემსახურებოდა. სწორედ ამ მიზნით, ერთ სივრცეში გაერთიანდნენ სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე მონაწილე ქალმა მეცნიერებმა წარმოადგინენ ზეპირი მოხსენება საკუთარი უმთავრესი სამეცნიერო მიღწევის შესახებ და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს თუ რა იყო მოტივატორი კვლევის დაწყებისა.
აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინისა და სამართლის ფაკულტეტის წარმომადგენლები:
მედიცინის ფაკულტეტის მოწევული ლექტორი, ექიმი-პედიატრი მაია სვანიძე (მიწისპირა ოზონის დონის სეზონური ცვალებადობის კორელაცია ინფექციური დაავადებების გავრცელების თავისებურებებთან) და მედიცნის ფაკულტეტის სტუდენტები: მარიამ შულაია ( გენდერული თანასწორობის ასპექტების შეფასება საქართველოში ) და მარიამ ჩაკაბერია (ადრეული ქორწინება და მასთან დაკავშირებული პრობლემები).
CIU-ს სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ნინო ხარიტონაშვილი (შედარებითი სამოქალაქო სამართალი) და სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, მოწვეული ლექტორი მერი კეთილაძე (ვალაუვალობის ქართული სასამართლო).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება