24 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიისა და თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის სპორტული დიპლომატიის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა თემაზე: „დევნილთა საფეხბურთო კლუბების როლი სამშვიდობო პროცესებში“. კონფერენცია ეძღვნებოდა იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებს სპორტში, კერძოდ კი განდევნილ საფეხბურთო კლუბთა როლს სამშვიდობო პროცესებში.
კონფერენციაზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა განდევნილ საფეხბურთო კლუბთა ფუნქციონირების პრობლემურ ამოცანათა იდენტიფიკაცია და ანალიზი - ევროპის განდევნილ საფეხბურთო კლუბთა სიტუაციის ანალიზი; განდევნილ საფეხბურთო კლუბთა ძალისხმევის გაერთიანება კონტაქტების დასამყარებლად, თანამშრომლობისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის, სპორტის სამყაროში იძულებით გადაადგილებულ პირთა და განდევნილ საფეხბურთო კლუბთა უფლებებისა და ინტერესების ღირსეული წარდგენისთვის; განდევნილ საფეხბურთო კლუბთა თანამონაწილეობით კონკრეტულ ინიციატივათა წარდგენა და განხილვა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ განდევნილ საფეხბურთო კლუბთა წარმომადგენლები, სახელმწიფო სტრუქტურათა წარმომადგენლები, ვეტერანი ფეხბურთელები, სპორტული ჟურნალისტები, პროფესორები და სტუდენტები. აღსანიშნავია, რომ კონფერენცია #FootballPeople კვირის ფარგლებში გაიმართა. #FootballPeople კვირა მსოფლიო ფეხბურთის სფეროში სოციალურ ცვლილებათა და ნაირსახეობათა მხარდამჭერი უმსხვილესი კამპანიაა.
ორკვირიანი პერიოდის განმავლობაში 50 ქვეყნისა და 150 000-ზე მეტი ადამიანი ორგანიზებას უწევს და მონაწილეობას იღებს სოციალური ცვლილებებისკენ მიმართულ მასობრივი ტიპის ღონისძიებებში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება