22 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე სამართლის გამოწვევები” გაიხსნა.
კონფერენცია ორი პანელისაგან შედგება: საჯარო სამართალი (სექციები: საჯარო სამართალი; სისხლის სამართალი; საერთაშორისო სამართალი) და კერძო სამართალი (ბიზნეს სამართალი; ტექნოლოგიების სამართალი; სამოქალაქო სამართალი).
ორდღიან კონფერენციაში, რომელიც ჰიბრიდული ფორმატით ტარდება, 52 ქართველი და უცხოელი მომხსენებელი იღებს მონაწილეობას, მოხსენებები კი მრავალფეროვან თემატურ სპექტრს აერთიანებს.
კონფერენციის მიზანია, ეროვნული თუ საერთაშორისო სამართლის სფეროს დახვეწა და ამ მიმართულებით მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლების, მკვლევრების, მეცნიერების, დოქტორანტების ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთში გაზიარება.
ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ გახსნა. მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მრჩეველი, CIU-ს ემერიტუსი პროფესორი მინდია უგრეხელიძე; სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ხატიძე; სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი სესილი გოგიბერიძე; უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში, პროფესორი ზვიად გაბისონია.
კონფერენცია 23 ივნისს შემაჯამებელი აქტივობით დაიხურება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება