კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი: „თანამედროვე ტრანსლაციური ნეირომეცნიერების პროგრამის შემუშავება და დანერგვა საქართველოს უნივერსიტეტებში უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის მიზნით", კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კონკურენტული ინოვაციების კონკურსში (CIF) გამარჯვებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადასცა.
CIF-ის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკრეტული მიმართულებების განვითარება, აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გარემოს მოდერნიზება და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერება.
კონკურსში მონაწილეობდა 14 სსიპ (მათ შორის 8 რეგიონული) და 7 კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მსოფლიო ბანკი ერთობლივად ახორციელებენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება