განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის
შესახებ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
ვიწრო სფერო - ჯანდაცვა
სწავლის სფერო - საექთნო საქმე
ასოცირებული პროფესორის 2 ვაკანსია;
ასისტენტ პროფესორის 2 ვაკანსია;
ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე 15 ვაკანსია.
კონკურსი ცხადდება 2024 წლის 28 ივნისიდან.
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2024 წლის 29 ივლისიდან 2024 წლის 02 აგვისტოს ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სწავლის სფეროსა და აკადემიური თანამდებობის მითითებით;
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. ერთი ფოტოსურათი;
5. კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
6. სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში);
7. ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან/და ინგლისურენოვანი პროგრამის დამთავრების დამადასტურებელი დიპლომის ფლობა ან/და საქართველოში, ინგლისურ ენაზე სწავლების 3-წლიანი გამოცდილება ან/და საზღვარგარეთ, ინგლისურ ენაზე სწავლების 1-წლიანი გამოცდილება;
8. სასერთიფიკატო კურსებსა თუ თრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება სასერთიფიკატო კურსებსა და თრენინგებში მონაწილეობა);
9. ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.
საექთნო საქმის სწავლის სფეროში ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
საექთნო საქმის სწავლის სფეროში ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
საექთნო საქმის სწავლის სფეროში ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
საექთნო საქმის სწავლის სფეროში პროფესიული ნიშნით ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი კონკურსანტის კვალიფიკაციის დასადასტურებლად საჭიროა:
თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც აქვს:
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/საჩვენებელი მეცადინეობის ჩატარება (ონლაინ, საჭიროების შემთხვევაში).
კონკურსის პირობები:
საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.
კონკურსის პირველი ეტაპი (საკონკურსო დოკუმენტაციის შესწავლა) ჩატარდება 2024 წლის 03 აგვისტოს;
კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში) ჩატარდება 2024 წლის 05 აგვისტოს;
შედეგები გამოქვეყნდება 2024 წლის 06 აგვისტოს;
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება