კურსს ესწრებიან სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები, მათ შორის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი.
ტრენინგში სრულადაა ინტეგრირებული პროექტზე დაფუძნებული სწავლების თანამედროვე მეთოდები. თითოეული შეხვედრა დაყოფილია თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებად, რაც მსმენელს შესაძლებლობას აძლევს, მიღებული ცოდნა გაიმყაროს სავარჯიშოებსა და ქეისებზე მუშაობით.
პირველ შეხვედრაზე მსმენელი გაეცნო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პროექტის მართვის არსი და ძირითადი განმარტებები; პროექტის მენეჯერი, მისი როლი და ცოდნის სამკუთხედი, პროექტის შეზღუდვები, პროექტის სასიცოცხლო ციკლი, პროექტის ინიცირება, პროექტის წესდების და საჭიროებათა დოკუმენტის მომზადება (Project Charter/PID).
პარალელურად, დაგეგმილია „პროექტის მართვის“ ტრენინგკურსის პერიოდულად ჩატარება.
შემდეგი ნაკადის მიღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია წინასწარ განთავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.