2 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „CIU აკადემიების“ პროექტის დაჯილდოება გაიმართა.
აკადემიების პროექტმა სტარტი 26 თებერვალს აიღო და მასში მონაწილეობა 600-ზე მეტმა მოსწავლემ, აბიტურიენტმა და სტუდენტმა მიიღო.
სამართლის, ბიზნესის, ინფორმატიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ჟურნალისტიკის, მევენახეობა-მეღვინეობისა და მედიცინის აკადემიების ფარგლებში, მსმენელებმა დარგის პრაქტიკოსი სპეციალისტებისა და ექსპერტებისგან მიიღეს შესაბამისი პროფესიული ცოდნა.
პროექტი შედგებოდა როგორც სააუდიტორიო სივრცეში შეხვედრებისგან, ასევე დისტანციური მასტერკლასებისგან, მონაწილეები კი საქართველოს ყველა რეგიონიდან იყვნენ წარმოდგენილნი.
დაჯილდოების ღონისძიებას CIU-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტისა და აკადემიების პროექტის ხელმძღვანელი, დავით გვეტაძე უძღვებოდა. მსმენელთა წინაშე სიტყვით წარდგნენ და დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს CIU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი ხატიძემ, CIU-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ნანა ამირანაშვილმა, CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ალიკა გუჩუამ და CIU-ს მედიცინის მედიცინის ფაკულტეტის კოორდინატორმა, უჩა მეტრეველმა.
სერტიფიკატებთან ერთად, აბიტურიენტებმა უნივერსიტეტისგან ციფრული ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსის 1000-ლარიანი და უცხოური ენების სასწავლო კურსის 2000-ლარიანი ვაუჩერები მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ პროფესიული არჩევანის გაკეთება აბიტურიენტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. პროექტის მიზანი - დავხმარებოდით აბიუტურიენტებს უკეთ გაეცნოთ მათთვის სასურველი პროფესიები - შესრულებულია, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. უნივერსიტეტი მუდმივ რეჟიმში აგრძელებს მათთან ურთიერთობას.
ასე, რომ გაიცანით და დაიმახსოვრეთ - აქტიური, წარმატებული, და მომავალში, საკუთარი საქმის პროფესიონალი ახალგაზრედები!
აკადემიის მსმენელებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს ღონისძიებაზე დასწრება, სერტიფიკატები და ვაუჩერები ადგილზე გაეგზავნებათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება