14 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ივლიანე ძნელაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „ჩინური სახელმწიფოებრივი იდენტობა და მისი ადგილი საერთაშორისო სისტემაში“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია ისტორიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მაია კაპანაძე, ოფიციალური რეცენზენტები კი, ისტორიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნანა გელაშვილი და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, თამარ კიკნაძე.
სადისერტაციო ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ივლიანე ძნელაძეს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება