11 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის“ დასკვნით დღეს თელავის მუნიციპალიტეტმა უმასპიძლა.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული შეხვედრა რექტორმა შალვა ჭკადუამ გახსნა. ასევე, აუდიტორიას მიესალმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი მარიკა კლდიაშვილი.
ღონისძიების ფარგლებში თემაზე: “თელავის ისტორია - კულტურული და ტურისტული რესურსი” - მოხსენება წარადგინა პროფესორმა თენგიზ სიმაშვილმა.
სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის გაიმართა მარიკა კლდიაშვილის მასტერკლასი თემაზე: „ინოვაციების ინკუბაცია“, „სამეწარმეო უნივერსიტეტის კონცეფციის მიმოხილვა აკადემიკოსების პერსპექტივიდან“ - აღნიშნულ თემაზე სემინარით კი აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისთვის მოხსენება წარადგინა პროფესორმა ბულენტ აკაიამ.
საუნივერსიტეტო აქტივობების შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა თელავის ისტორიულ მუზეუმში გადაინაცვლეს. ასევე დაათვალიერეს ერეკლეს სასახლე („ბატონის ციხე“), დღე კი გალა ვახშმით დასრულდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება