11 ივნისს, ინოვაციების ბანაკის რიგით მე-14 ღონისძიება "ფინანსური წიგნიერების" თემაზე, აშშ-ს საერთასშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia) პროექტის "სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში, ქალაქ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
ღონისძიებაში საქართველოს 10 სხვადასხვა სკოლის 100-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. 12 საათის განმავლობაში მათ მენტორებთან ერთად შეიმუშავეს ინოვაციური იდეები და დღის ბოლოს წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით.
ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებული გუნდი გახდა - „Human Inteligence”.
ღონისძიების ფარგლებში დასახელდნენ, ასევე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფინედუს რჩეული გუნდებიც.
გამარჯვებულ გუნდებს გადაეცა სიმბოლური საჩუქრები და ასევე, ღონისძიების თითოეულ მონაწილეს 120-ზე მეტ ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი.
მხარდამჭერები:
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება