11 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ინგლისურენოვანი დებატები გამართეს.
პრაქტიკული აქტივობა იმ დებატების ანალოგი გახლდათ, რომელიც 1954 წელს ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ გაცვლითი პროგრამის სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან.
აღნიშნული სასწავლო კურსის ხელმძღვანელია ამერიკისმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნანა პარინოსი.
საჯარო აქტივობას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ალიკა გუჩუა, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება