7-10 მაისს, კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით, ინგლისურენოვანი ტრენინგი - „ინფორმაციის მენეჯმენტი“ - ჩატარდა.
ტრენინგს კსუ-ს პარტნიორი შიაულიაის სახელმწიფო კოლეჯის (ლიეტუვა) მენეჯმენტისა და კომუნიკაციების ფაკულტეტის პროფესორები - რიტა იაკუტიენე (Rita Jakutiene) და დაივა სივილკიენე (Daiva Civilkiene) უძღვებოდნენ. მომხსენებლებმა ტრენინგთან ერთად სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდეს შიაულიაის სახელმწიფო კოლეჯისა და ზოგადად ლიეტუვის შესახებ.
ინტენსიური პრაქტიკული ტრენინგი ორიენტირებული იყო ინფორმაციის მენეჯმენტში ტექნიკისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე, რომელიც მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
დასასრულს ტრენინგ კურსის 18 მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, პროფესორები კსუ-ს რექტორს, კახაბერ კორძაიას შეხვდნენ. შეხვედრაზე კსუ-სა და შიაულიაის სახელმწიფო კოლეჯს შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულები და ახალი შესაძლებლობები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგი Erasmus+ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება