8 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ინდირა წივწივაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „დიდი ოჯახის წევრთა სტატუსი და საოჯახო-საქორწინო უფლებები ძველი ქართული სამართლის მიხედვით“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია სამართლის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გივი ლობჟანიძე, ოფიციალური რეცენზენტები კი სამართლის დოქტორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) პროფესორი ნინო ცნობილაძე და სამართლის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ბესიკ სეხნიაიძე.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ინდირა წივწივაძეს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება