12 აპრილს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წამომადგენლები, იაგელონიის უნივერსიტეტის (კრაკოვი, პოლონეთი) პროფესორს, საერთაშორისო და პოლიტიკის კვლევების ფაკულტეტის ევრაზიული სივრცის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ანნა იახს შეხვდნენ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ჭალაგანიძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის / გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ვახტანგ მაისაია, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ალიკა გუჩუა, ასოცირებული პროფესორი დავით ტაბატაძე და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი ანი გაგნიძე.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევით პროცესში ჩართვის, ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გამართვის, ერთობლი ორმაგი საბაკალავრო პროგრამის განხორციელების, Erasmus+ პროექტის ფარგლებში გაცვლითი მივლინებებისა და სტუდენტების გაცვლით პროექტებში აქტიურად ჩართვის საკითხები. ასევე შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი ხასიათის ღონისძიებების ჩატარების საკითხი დასახეს.
ასევე აღსანიშნავია, რომ 16-18 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს (CIU) კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტის სტუდენტები გაცვლითი პროგრამისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში ეწვევიან.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება