„ბიზნესინკუბატორის“ მორიგი შეხვედრის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - „გადასახადები და შეღავათები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“, რომელსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი, ფინანსისტი გიგა პერტია უძღვებოდა.
ლექციის დაწყებამდე სტუმარსა და აუდიტორიას მიესალმნენ: ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ქეთევან ნანობაშვილი და „ბიზნესინკუბატორის“ ხელმძღვანელი ია ნადირაშვილი.
სპიკერმა ისაუბრა ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: სტარტაპის შექმნის პროცესი, იდეის სწორად წარმართვის უნარი, პირველი ნაბიჯები მეწარმეობაში და სხვა.
„მაშინ, როცა გაქვთ კარგი იდეა და გსურთ, რომ წამოიწყოთ ბიზნესი, შექმნათ სტარტაპი და გადადგათ პირველი ნაბიჯები მეწარმეობის მიმართულებით, აუცილებელია გაეცნოთ საგადასახადო კოდექსს, რათა ისარგებლოთ იმ სტატუსებითა და შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმებით, რის საშუალებასაც გვაძლებს კანონმდებლობა“ - აღნიშნა გიგა პერტიამ, რომელმაც საკითხი პრაქტიკული მაგალითებით განავრცო.
„ბიზნესინკუბატორის“ ფარგლებში გამართული საჯარო ლექცია კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება