CIU-ს "ბიზნეს ინკუბატორში" გაზაფხულის სემესტრის ნაკადმა მუშაობა განაახლა.
შეხვედრას უძღვებოდა „ბიზნეს ინკუბატორის“ ხელმძღვანელი, ია ნადირაშვილი.
სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ქეთევან ნანობაშვილმა.
პროექტის ფარგლებში, იდეები დამუშავდება და გარდაიქმნება ბიზნეს მოდელში, რომელიც ქმნის საჭირო პროდუქტს, არის მოთხოვნადი და ჰყავს შესაბამისი მიზნობრივი მყიდველი.
პირველ შეხევდრაზე განხილული იქნა „ბიზნეს ინკუბატორის“ პროექტის მიზნები და სამუშაო გეგმა, თუ რას წარმოადგენს მეწარმეობის ეკოსისტება და რა არის საჭირო იმისათვის, რომ გავხდეთ წარმატებული მეწარმე.
ვინაიდან, საქმიანობის დაწყების პირველ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია გქონდეს ზუსტად ჩამოყალიბებული ბიზნეს მოდელი, ინკუბაციის პერიოდში შესაძლებელი იქნება მენტორის მხარდაჭერით პროცესის წარმართვა, პირველადი პროდუქციის დამზადება; ბიზნეს მოდელის/გეგმის ჩამოყალიბება და სადემონსტრაციოდ მომზადება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება