22 დეკემბერს ბიზნესინკუბატორის პლატფორმაზე მორიგი საჯარო შეხვედრა შედგა მეწარმობის საკითხებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის. ამჯერად ბიზნესინკუბატორს ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორანტი, სტარტაპ MIVINO-ს თანადამფუძნებელი, CMO & CO-FOUNDER | LOOPER - CREATIVEADVERTISING AGENCY - ერეკლე ერისთავი ესტუმრა თემით - „ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობა სტარტაპებისთვის“.
შეხვდრა ბიზნესინკუბატორის ხელძღვნელის, ია ნადირაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. აღინიშნა თანამედროვე ციფრულ რეალობაში სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობა. ხაზი გაესვა ციფრულ მარკეტინგს, როგორც აუცილებელ ინსტრუმეტს სტარტაპებისთვის, შესაძლო შედეგებსა და ხარჯთეფექტურობას.
მოწვეულმა სტარტაპერმა ყურადღება გაამახვილა ისეთ თემებზე, როგორებიცაა: სოციალური ქსელები, ვიდეო და ფოტო კონტენტის გაზიარების ქსელები, სოციალური ბლოგების ქსელები, ფორუმის ტიპის განხილვის ქსელები, შეფასების ქსელები და შეტყობინებების სისტემაზე დაფუძნებული პლატფორმები.
სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია ციფრული მედიის PESO მოდელზე და კარგი კონტენტის შექმნის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე განიხილეს კამპანიის დაგეგმის ეტაპები, ბრივი, პრობლემის სწორად ფორმულირება, მიზნის განსაზღვრა და სწორი თარგეთინგის მეთოდები, ბოლოს კი სპიკერმა აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება