31 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, ლექტორ გიგი ყუფარაძის ხელმძღვანელობით, ჩატარდა გასვლითი ლექცია ორ საგანში - „საექსკურსიო მენეჯმენტი“ და „გიდის ხელოვნება და საქართველოს ტურისტული მარშრუტები“.
გასვლითი აქტივობის ფარგლებში სტუდენტთა ორმა ჯგუფმა წარმოადგინა საცდელი ექსკურსია და მარშრუტი. გიდების ამპლუაში იყვნენ: ანი ჟუჟუნაშვილი, ეკა ბებია, ანი დავითაძე და ანი წიქარიძე. სტუდენტებს შემუშავებული ჰქონდათ ორი საექსკურსიო მარშრუტი და ამ მარშრუტების შესაბამისი ტექნოლოგიური რუკები, ოთხივე მათგანი კი ჯგუფს საკუთარი ინდივიდუალური საექსკურსიო ტექსტით უძღვებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება