განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის
შესახებ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
ფართო სფერო ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი
სწავლის სფერო - მენეჯმენტი
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
სწავლის სფერო - ფინანსები
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
სწავლის სფერო - საბუღალტრო აღრიცხვა
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1ვაკანსია
ფართო სფერო სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია
სწავლის სფერო - საერთაშორისო ურთიერთობები
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 3 ვაკანსია
სწავლის სფერო - ჟურნალისტიკა
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 4 ვაკანსია
ფართო სფერო - ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები
სწავლის სფერო - რუსული ფილოლოგია
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
კონკურსი ცხადდება 2020 წლის 17 თებერვლიდან.
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2020 წლის 18 მარტიდან 2020 წლის 21 მარტის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი
დოკუმენტები:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სწავლის სფეროსა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ადგილზე);
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. ერთი ფოტოსურათი;
5. კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
6. სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
7. ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
8. საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერტიფიკატო კურსებსა თუ თრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სასერტიფიკატო კურსებსა და ტრენინგებში მონაწილეობა);
9. სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში.
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი კონკურსანტის კვალიფიკაციის დასადასტურებლად:
დარგში მუშაობის პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის დარგში, არანაკლებ 5 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით. თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც არის შესაბამისი დარგის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი და აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/საჩვენებელი ლექციის ჩატარება (საჭიროების შემთხვევაში).
კონკურსის პირობები:
საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.
კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება 2020 წლის 23 მარტს;
კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში) 2020 წლის 24 მარტს;
შედეგები გამოქვეყნდება 2020 წლის 24 მარტს.
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე
ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73, VII სართული, ოთახი # 701
ტელ.: 261-12-98; 2 30-86-41; 210-52-03 (შიდა 101)
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება