22 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სამეცნიერო ჟურნალ „იუსტიციის“ პირველი ნომერის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალი ქართულ სამართლებრივ სივრცეში გამორჩეულია. იგი შეიცავს მნიშვნელოვან რუბრიკებს სამართლის თანამედროვე საკითხებზე. ჟურნალში დიდი ადგილი დაეთმობა ახლაგაზარდა მკვლევართა ნაშრომებს. მკითხველისთვის ორმაგად საინტერესოა ის ფაქტი, რომ აქ წარმოდგენილი იქნება სახელგანთქმულ უცხოელ სამართლისმცოდნეთა ნაშრომების ქართული ვერსიები. პერიოდულად დაიბეჭდება სტატიები გამოჩენილ ქართველ და უცხოელ იურისტთა მოღვაწეობის შესახებ. ჟურნალი გამოიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისათვის ჟურნალის დაბადების ფაქტი ორმაგად სასიხარულოა. ჟურნალ „იუსტიციის“ რედაქტორია CIU-ს პროფესორი მინდია უგრეხელიძე, ხოლო გამოცემათა გამწესრიგებელი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბექა ქანთარია.
ჟურნალის პირველ ნომერში დაიბეჭდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის ზვიად გაბისონიას („ხელოვნური ინტელექტის არსი და მისი სამართლის სუბიექტად ცნობის პრობლემა“), ასოცირებული პროფესორის ბექა ქანთარიას („დავით ხელთუფლიშვილი - 1861-1921)“, სადოქტორო პროგრამის სტუდენტების ლარა ნაჭყებიას („გადაწყვეტილების აღსრულების პრობლემა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დავების მოგვარების სისტემაში“) და თორნიკე ფუტკარაძის („სამართლიანი და თანაბარი მოპყრობის სტანდარტი საინვესტიციო ხელშეკრულებებში - თანამედროვე მიდგომები“) სტატიები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება