ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფილოლოგიის დოქტორი სესილი გოგიბერიძე, ქართული ენის დაცვისა და განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა.
შესაბამისი სიგელი მას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გადასცეს.
სესილი გოგიბერიძე არის ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევარი. წლების მანძილზე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ძველი ქართული ლიტერატურის კათედრის დოცენტი, თსუ-ს ქართველოლოგიის სკოლის ცენტრის მკვლევარი. მისი სადისერტაციო ნაშრომის თემაა „ვეფხისტყაოსნის ინგლისური თარგმანები“. ნაშრომში სესილი გოგიბერიძე იკვლევს „ვეფხისტყაოსნის“ ოთხ თარგმანს: მარჯორი უორდროპის, ვენერა ურუშაძის, რობერტ სტივენსონის და ქეთრინ ვივიენის. ამ ოთხი თარგმანის შედარებითი ანალიზის საფუძველზე იგი იკვლევს „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნის განვითარების პროცესს. „რუსთაველის უკვდავი ქმნილება საქართველოს არა მხოლოდ რელიქვია, არამედ „სავიზიტო ბარათიც“ არის. ამიტომ „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანი და მასთან დაკავშირებული შემოქმედებითი ძიება მეცნიერთა არაერთი თაობის გასაკეთებელი საქმეა“, - აღნიშნავს სესილი გოგიბერიძე.
ასევე, აღსანიშნავია, რომ სესილი გოგიბერიძე, როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჩართულია ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის პროექტებში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება