ექსკლუზიურ კურსი - ციფრული პროდუქტების შექმნა მობილური აპლიკაციების მაგალითზე
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით გთავაზობთ ექსკლუზიურ კურსს - „ციფრული პროდუქტების შექმნა მობილური აპლიკაციების მაგალითზე”;
კურსის ფარგლებში მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, კოდის წერის გარეშე განახორციელონ საკუთარი იდეები, შექმნან საკუთარი პროექტი, ios და android მობილური აპლიკაციები flutter flow-ს დახმარებით. კურსი საინტერესოა მათთვის, ვისაც სურს საკუთარი ბიზნესის გაციფრულება, ასევე, საინტერესოა ციფრული პროექტების მენეჯერებისთვის (Digital Project Managers) და დეველოპერებისთვის, ვისაც სურვილი აქვთ სწრაფად შექმნან პროექტები;
- კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი;
- ტრენერი - გიორგი კაკაშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი;
- კურსის ხანგრძლივობა და ღირებულება:
ღირებულება: 700 ლარი (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ვრცელდება 50%-იანი ფასდაკლება);
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და დაგიკავშირდებით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: ulll@ciu.edu.ge