25 მარტს CIU-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „დებატების კლუბის“ ორგანიზებით, კარლ პოპერის ფორმატის დებატების დასკვნითი ტური გაიმართა რეზოლუციით: „ეკლესია უნდა ერეოდეს სახელმწიფო პოლიტიკაში“.
დებატებში საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები მონაწილეობდნენ: მტკიცებითი გუნდი „ფენიქსი“ - ბესიკ თავართქილაძე, ქრისტინე ქუქჩიშვილი, ნათია აბუაშვილი / უარმყოფელი გუნდი „საზრისი“ - გურამ ლილუაშვილი, თამარ ოყუჯავა, მაკა ბასილიძე.
დებატების მსაჯთა კოლეგიის შემადგენლობაში იყვნენ: პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია; პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი, რექტორის მრჩეველი, გიორგი ფარეშიშვილი და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი, ბექა მანაგაძე.
დებატების დასკვნით ტურს მოდერაცია CIU-ს ინტელექტკლუბის ხელმძღვანელმა, ბაკურ ხუბულავამ გაუწია.
შესაბამისი ეტაპების გავლის შემდეგ, თამაშის მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, გამარჯვება „ფენიქსმა“ მოიპოვა როგორც დასკვნით ტურში, ისე ორი ტურის ჯამური ქულებით.
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულები და პრიზიორები CIU-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ნანა ამირანაშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ალიკა გუჩუამ შესაბამისი სერტიფიკატებითა და „ბიბლუსის“ ვაუჩერებით დააჯილდოვეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება