30 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ბუხუტი სიჭინავას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „ერთიანი ქურთული სახელმწიფოს შექმნის იდეა - გამოწვევები და პერსპექტივები“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია, ისტორიის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, მაია კაპანაძე, ოფიციალური რეცენზენტები კი ისტორიის დოქტორი, პროფესიული უსაფრთხოების დოქტორი CIU-ს ასოცირებული პროფესორი, დავით კუხალაშვილი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ემზარ მაკარიძე.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბუხუტი სიჭინავას პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება