1 ივლისს ,,შუაგულის" საკონფერენციო დარბაზში ახალგაზრდა სტომატოლოგთა ლიგის მიერ ორგანიზებული კონფერენცია გაიმართა.
მთავარი მომხსენებელი მარინა მამალაძე- საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტი. თემა -,,შეცდომები, დაუდევრობა და გართულებები სტომატოლოგიაში"-,,სიარული დანის პირზე".
სამი პლენარული სხდომის განმავლობაში, მოხსენებებს კითხულობდნენ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი, სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის პარლამენტის წევრი ვლადიმერ მარგველაშვილი; საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი ლალი ქოჩიაშვილი და სხვ.
კონფერენციას ესწრებოდნენ ასოცირებული პროფესორები: ლელა გრიგოლია, თამარ ნემსაძე, ვერა ხუნძაკიშვილი, ხათუნა კოვზირიძე. CIU-ს საბაზისო კლინიკა ,,დიოდენტის" დირექტორი დავით ნასყიდაშვილი და მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის პროგრამის მერვე სემესტრის სტუდენტები.
კონფერენციის ორგანიზატორებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას აქტიური მხარდაჭერა და გამოთქვეს სურვილი და მზაობა, რომ უნივერსიტეტის სტუდენტი იყოს წარმომადგენელი ახალგაზრდა სტომატოლოგთა ლიგის რიგებში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება