კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აგრძელებს აქტიურ მუშაობას უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, სადაც CIU-მ მორიგ წარმატებას სამართლის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მიაღწია. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და პუატიეს უნივერსიტეტს (საფრანგეთი) შორის სამართლის სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ანა გვენცაძის „Cotutelle“-ის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
„Cotutelle“-ის ხშირად მოიხსენიებენ როგორც „ერთობლივ დოქტორანტურას“. იგი მოიცავს დოქტორანტის ორ სხვადასხვა ქვეყანაში მინიმუმ ორ უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევებს, რომლის წარმატებით დასრულების შედეგად დოქტორანტს ორივე უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი ერთობლივად მიენიჭება („ერთობლივი ხარისხი“) მხოლოდ ერთი სადოქტორო დისერტაციის საფუძველზე.
„Cotutelle“-ის ფარგლებში დოქტორანტი ანა გვენცაძე დისერტაციაზე იმუშავებს ორივე უნივერსიტეტში თანაბრად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბატონი ზურაბ ჭეჭელაშვილის, ხოლო პუატიეს უნივერსიტეტში - ბატონი მიშელ ბუდოს ხელმძღვანელობით. სტუდენტის დისერტაციის საბოლოო შეფასება კი ჩატარდება ერთობლივად, პარტნიორი უნივერსიტეტების ჩართულობით.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 13-17 ივნისს, დოქტორანტი ანა გვენცაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და პუატიეს უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობას მიიღებს პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის (Sciences Po) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც ტარდება „Intensive Doctoral Week“ კვირეულის ფარგლებში.
„Cotutelle“-ი აქტიურად გამოიყენება ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, როგორც დოქტორანტურის ინტერნაციონალიზაციის ინსტრუმენტი.
ცნობისთვის, პუატიეს უნივერსიტეტს მყარი პოზიციები უკავია ისეთ საერთაშორისო სარეიტინგო სისტემებში, როგორიცაა Shanghai International Ranking, International CWTS Leiden Ranking on Research, International QS ranking.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება