8 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, CIU-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, CIU-ს ასოცირებული პროფესორის, საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ ხელმძღვანელის, ადვოკატ როინ მიგრიაულის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: ,,ადვოკატის სტატუსის მოპოვება და საადვოკატო საქმიანობის ორგანიზება“.
შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ხატიძე.
ლექციაზე სპიკერმა, ადვოკატის პრაქტიკულ საქმიანობასა და ადვოკატის სტატუსის მოპოვების გზებზე ისაუბრა. დეტალურად განიხილა თუ რა პროცედურებია აუცილებელი საადვოკატო საქმიანობაში წარმატების მისაღწევად.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება