ტრენინგ კურსი
„მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის კონტროლი სურსათის უვნებლობის კონტექსტში“
2019 წლის 28 იანვრიდან 1 თებერვლამდე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახური და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი გთავაზობთ ინოვაციურ ტრენინგ კურსს „მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის კონტროლი სურსათის უვნებლობის კონტექსტში“ (Wine production quality control in the context of food safety). კურსი შემუშავდა Erasmus+ პროექტის ფარგლებში ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით. კურსი გამიზნულია ღვინის ქარხნების ლაბორანტებისათვის, მეღვინეებისათვის, სურსათისა და ღვინის პროდუქტების ტესტირებისა და სადიაგნოსტიკო ლაბორატორიის პერსონალისთვის.
წარმოდგენილი კურსი 5 მოდულისაგან შედგება და მოიცავს როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ სწავლებას და ასევე ლაბორატორიულ მუშაობას.
კურსის ტრენერები: მარიკა მიქიაშვილი, მაკა მდინარაძე, ირმა ჭანტურია, საბა
ქიტიაშვილი.
ტრენინგი უფასოა
კურსის დასასრულს გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება