27 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვაზისა და ღვინის დარბაზში წიგნის "WILD GRAPEVINE IN GEORGIA" პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი წარმოადგენს სამეცნიერო და პოპულარული სტატიების კრებულს, რომელიც შეეხება საქართველოს კრიკინა (ველური) ვაზის შესწავლას. კრებულში განხილულია ჯიღაურას კოლექციაში გაშენებული კრიკინა ვაზის ამპელოგრაფიული, ფენოლოგიური, ენოლოგიური და ენო-კარპოლოგიური შესწავლის შედეგები.
წიგნის რედაქტორები არიან ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, CIU-ს პროფესორი - დავით მაღრაძე და მილანის უნივერსიტეტი პროფესორი (სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებების დეპარტამენტი) - ოსვალდო ფაილა.
ღონისძიების ფარგლებში CIU-ს პროფესორმა, წიგნის თანაავტორმა და გრანტის მიმღები ორგანიზაციის ,,სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელმა ლევან უჯმაჯურიძემ ხაზგასმით ისაუბრა პროექტის მნიშვნელობასა და სამომავლო ხედვებზე, რომლის აღსრულებაშიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კვლავ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
CIU-ს მხრიდან წიგნის თანაავტორები არიან მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის წარმომადგენლები: შენგელი კიკილაშვილი, ირმა მდინარაძე, ოლანი გოცირიძე და თამარ მაღრაძე.
პრეზენტაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი - ვახტანგ წივწივაძე, რექტორი - კახაბერ კორძაია, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი - ოლანი გოცირიძე და ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.
წიგნი მომზადებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება