26 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ თამარ დევიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „პანთურქიზმის გავლენა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რეგიონულ უსაფრთხოებაზე“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია და ფსიქოლოგიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რევაზ ჯორბენაძე, ოფიციალური რეცენზენტები კი - გეოგრაფიის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნიკა ჩიტაძე და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია მანჩხაშვილი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, თამარ დევიძეს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება