2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სტუდენტთა შიდა მობილობის შესახებ განცხადებების მიღება განხორციელდება 1 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით ელექტრონული განცხადებების საშუალებით.
შედეგების შესახებ ბრძანება გამოქვეყნდება 4 სექტემბრამდე.
შენიშვნა: შიდა მობილობის განხორციელების პროცესში მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლება აქვს სტუდენტს შემდეგი პირობებით:
ა) სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მედიცინის პროგრამაზე უნივერსიტეტის მიერ დადგენილ მიღების წინაპირობებს (ჩაბარებული აქვს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენა (მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 40) ქიმია და ბიოლოგია (მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 35) და ერთიანი ეროვნული გამოცდების რანჟირებული ქულა აქვს არანაკლებ 1800 ქულისა.
ბ) თუ სტუდენტს ეროვნულ გამოცდებზე არ აქვს ჩაბარებული პროგრამის წინაპირობად დადგენილი საგანი ან არ აქვს გადალახული მიღების წინაპირობაში აღნიშნული ბარიერი, მას ეძლევა შიდა მობილობის უფლება იმ შემთხვევაში, თუ მისი საერთო ან ბოლო აქტიური სემესტრის GPA იქნება მეტი ან ტოლი 3,0-ის (ბოლო სემესტრი მინიმუმ 15 კრედიტით). ინგლისური ენის გარეშე ჩარიცხულ, ან დადგენილ ზღვარზე დაბალი ქულის მქონე სტუდენტს, შიდა მობილობის უფლება მიეცემა ინგლისური ენის ცოდნის დადასტურების შემთხვევაში (ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენით/ზეპირი და ტესტური შიდასაუნივერსიტეტო გამოცდით). (მოქმედებს მხოლოდ 2020 წლამდე ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტებზე).
გ) დადგენილი წესები არ ეხება იმ სტუდენტს, რომელიც სწავლობდა მედიცინის პროგრამაზე, შეიცვალა პროგრამა და ისევ გადაწყვიტა მედიცინის პროგრამაზე სწავლის გაგრძელება.
შენიშვნა: მობილობა შესაძლებელია მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში სტუდენტის მიერ ჩაბარებული საგანი/საგნები (იმ სტუდენტებისთვის, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ).
შიდა მობილობით გადასვლის მსურველმა სტუდენტებმა, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მითითებული განცხადების ფორმა ელექტრონულად და გადააგზავნოთ თქვენი ფაკულტეტის (ამჟამინდელი) ელ. ფოსტაზე:
Info.medgeo@ciu.edu.ge / უცხოენოვანი პროგრამები: info.medicine@ciu.edu.ge
Info.business@ciu.edu.ge
Info.law@ciu.edu.ge
Info.social@ciu.edu.ge
Info.agro@ciu.edu.ge
P.S.თუ სახელი და გვარი არ იდენტიფიცირდება სტუდენტის მეილთან, ის განცხადება არ განიხილება! (გთხოვთ, განცხადება გადმოაგზავნოთ პირადი ელ.ფოსტიდან).
განცხადების ფორმა ქართულენოვან საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებისთვის.
განცხადების ფორმა უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამაგისტრო პროგრამებისთვის.
შენიშვნა: სტატუსშეჩერებული სტუდენტების შემთხვევაში, შიდა მობილობის განხორციელებამდე (განცხადების გადმოგზავნამდე), გთხოვთ, ასევე დაწეროთ განცხადება სტატუსის აღდგენის თხოვნით და მინიმალური გადასახადის (სემესტრული გადასახადის მესამედი) გადახდის ჩვენებით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება