14 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაზაზე მოქმედი პროგრამის - „ბიზნეს ინკუბატორი“ - ფარგლებში სტუდენტებს კომპანია „ბარამბოს“კომერციული დირექტორი ჯანო კუცია შეხვდა.
ლექციის თემატიკა გახლდათ: „ქართული წარმოების გამოწვევები და შესაძლებლობები გლობალური კონკურენცის გარემოში“.
შეხვედრა დაწყებამდე სტუმარსა და აუდიტორიას მიესალმა „ბიზნეს ინკუბატორის“ ხელმძღვანელი ია ნადირაშვილი.
ღონისძიებაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: გლობლაური და ლოკალური კონკურენტული გარემო, ბაზრის კონიუქტურა და ექსპორტი. მომხმარებლების პრეფერენციები და სეგმენტიზაცია, ბრენდის მნიშვნელობა და შექმნის პროცესი, წარმოების გამოწვევები, ხარისხის სტანდარტები და მისი მნიშვნელობა მენეჯმენტში და სხვა.
შეხვედრა წარიმართა დინამიურად, სტუდენტები ჩაერთვნენ სხვადასხვა აქტივობებში, დააგემოვნეს „ბარამბოს“ პროდუქტები და შეაფასეს ახალი შეფუთვები.
ლექციის შემდეგ გაიმართა შეხვედრა CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკან ქეთევან ნანობაშვილთან. შეხვედრაზე მხარეები „ბარამბოსთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ. დოკუმენტის ფარგლებში გაიწერება ერთობლივი პროექტების განხორციელება, როგორებიცაა: ერთობლივი კვლევები, შიდა საუნივერსიტოტო სტუდენტური კონკურსი, სტაჟირების პროექტი, საწარმოში ვიზიტი და სხვა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება