სოციალური სამართლის არსი და გამოწვევები თანამედროვე საზოგადოებაში.
29 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება სამეცნიერო დისკუსია - „სოციალური სამართლის არსი და გამოწვევები თანამედროვე საზოგადოებაში“.
ადამიანის უფლებები ის ფუნდამენტია, რომელიც ნებისმიერ საზოგადოებაში დემოკრატიისა და ინდივიდის უსაფრთხოების წინაპირობას წარმოადგენს. გამოწვევები, რომლებიც ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს ეხება არის იმ გარდაქმნების შედეგი, რომელიც დღესდღეობით მიმდინარეობს ჩვენს საზოგადოებაში. სოციალური რისკები, როგორიც არის სიბერე, შეზღუდული შესაძლებლობა, მარჩენალის დაკარგვა, დროებითი ან ხანგრძლივი შრომისუუნარობა, შეიძლება შეეხოს ყველას. სოციალური რისკების წარმოშობის შემთხვევაში, ბენეფიტების მიღების სამართლებრივ საფუძველს ქმნის სოციალური სამართალი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც სოციალური დაცვის სამართალი ან სოციალური უზრუნველყოფის სამართალი. იგი განიხილება როგორც სამართლის დისციპლინა, ასევე ნორმატიული დებულებების სისტემა.
სამეცნიერო დისკუსია მიზნად ისახავს წარმოადგინოს სოციალური სამართლის არსი, წყაროები და შინაარსი. ქართული, გერმანული და უნგრული სოციალური სისტემის მაგალითზე განხილული იქნება სოციალური დაცვის საკითხების, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებით განპირობებული გამოწვევები.
მთავარი მომხსენებლები:
ებერჰარდ აიხენჰოფერი, სამართლის დოქტორი, პროფესორი;
იოსეფ ჰაიდუ, სამართლის დოქტორი, პროფესორი.
მომხსენებლები:
ნორა იაკაბ, სამართლის დოქტორი, პროფესორი;
მარიამ ცისკაძე, სამართლის დოქტორი, პროფესორი;
ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხი, სამართლის დოქტორი, პროფესორი;
ნინო მჭედლიშვილი, სამართლის დოქტორი;
ანა ფირცხალაშვილი, სამართლის დოქტორი, პროფესორი;
ბექა ქანთარია, სამართლის დოქტორი, პროფესორი.
დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ პროგრამა - PDF
ღონისძიების დაწყების დრო: საქართველოს დროით 12:00 სთ (09:00 CET)
შეხვედრა ჩატარდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (მის: ჩარგლის ქ N 73)
აუდიტორია - 101
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება