„წარმატებულ სტუდენტთათვის სტიპენდიის, ერთჯერადი ჯილდოს და სხვა სახის წახალისების წესის“ შესაბამისად შექმნილმა კომისიამ განიხილა 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური შედეგები და სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი საუნივერსიტეტო აქტივობისა და სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. რეგულაციის შესაბამისად კომისიამ მოახდინა ქულებით რანჟირება (სემესტრული GPA (350-400 ქულა), სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობა (0-10 ქულა), სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებში მონაწილეობა (0-10 ქულა)) და კანცლერის ბრძანებით დამტკიცდა 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სტიპენდიანტთა სია.
„წარმატებულ სტუდენტთათვის სტიპენდიის, ერთჯერადი ჯილდოს და სხვა სახის წახალისების წესის“ ახალი რედაქციის თანახმად, ფაკულტეტებზე სტიპენდიას (სემესტრული დაფინანსება) მოიპოვებს საუკეთესო შედეგების 20 სტუდენტი (საუკეთესო შედეგების სამი სტუდენტი 100% დაფინანსება, შემდეგი 7 სტუდენტი 50% დაფინანსება, შემდეგი 10 სტუდენტი - 20% დაფინანსება).
მიმდინარე სემესტრში სტიპენდია მოიპოვა 81-მა სტუდენტმა. სტიპენდიის მოპოვების შესახებ ყველა კანდიდატი მიიღებს ინდივიდუალურ შეტყობინებას ელექტრონულად სისტემაში „გონი“.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება