ღვინის მაღაზია “ 8000 მოსავალში“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ პროდუქციის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით მეღვინეობის გენერალურმა მენეჯერმა ლაშა ბოდაველმა გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ეთნო ოკამის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ღვინოების დეგუსტაციას, რომლის ფარგლებშიც „ეთნო ოკამის“ მთავარმა მეღვინემ საბა ქიტიაშვილმა მოწვეულ სტუმრებს თითოეული ღვინის დაყენებისა და დავარგების ტექნოლოგიაზე ესაუბრა.
დეგუსტაციებს ესწრებოდა CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი ოლან გოცირიძე, დეკანატის წარმომადგენელი გვანცა ლოთუაშვილი, CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტები, „8000 მოსავლის“ ღვინის კონსულტანტები, ქართველი და უცხოელი მომხმარებლები.
მნიშვნელოვანია, რომ გარდა სამრეწველო დანიშნულების ღვინოებისა, დეგუსტაციებზე წარდგენილი იყო საექსპერიმენტო ღვინის ნიმუშიც, რომელმაც შემფასებლების მოწონება დაიმსახურა.
CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი აგრძელებს „8000 მოსავლის“ ქსელთან პარტნიორულ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც იგეგმება კიდევ არაერთი ღონისძიება მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ მონაწილეობით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება