კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) და „საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA)“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა მასტერკლასი თემაზე - „ღვინის დეგუსტაცია“. მასტერკლასი განხორციელდა მეღვინეობა „ეთნო ოკამთან“, „ნაბერაული ვაინსთან“, მარანი „ჯორჯინოსთან“, მარანი „ალაფიანისთან“ და „მანას ღვინოსთან“ პარტნიორობით.
მასტერკლასს უძღვებოდა მეღვინე-კონსულტანტი, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის წევრი, შპს „ეთნო ოკამის“ მთავარი მეღვინე, შპს „სფრინგ ფილდსის“ დამფუძნებელი, შპს „ღვინის კომპანია შუმის“ შეფსომელიე, Gault & Millau საქართველო - წლის სომელიე 2023 - საბა ქიტიაშვილი.
მასტერკლასის ფარგლებში მონაწილეებმა გაიარეს შემდეგი საკითხები: დეგუსტაციისთვის საჭირო გარემო-პირობები; დეგუსტაციის ფორმები; შეფასების საერთაშორისო სისტემები; დეგუსტაციის სწორად დაგეგმვა; ღვინის ნაკლი, ზადი და დაავადება; ტიპურობა, ბალანსი და ჰარმონია; ორგანოლეპტიკის ცვლილებაზე მოქმედი გარე ფაქტორები; ღვინის წერილობითი და ზეპირსიტყვიერი დახასიათება (პრაქტიკა).
დასასრულს მასტერკლასის თითოეულ მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება